რეზონანსი
02.05.2017

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური გახდა. იგი არჩევნებში რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი გახლდათ.

კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, სამი წლის ვადით აირჩიეს. მას თანამდებობზე ყოფნის ვადა 19 მაისს ეწურება.

კახა ბექაური 1969 წელს დაიბადა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემიტიკის ფაკულტეტის სწავლობდა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, 2000 წლიდან იყო მედიასივრცეში. 2000-2002 წლებში საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილედ; 2002-03 წლებში იყო ტელკომპანია „მზის" გენერალური დირექტორი; 2004-05-წლებში „საზოგადოებრივი მუწყებლის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2010-11 წლებში ტელეკომანია , „მაესტროს" გენერალური დირექტორი; 2012 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ხელმძღვანელი იყო. 2014 წლიდან კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×