რეზონანსი
02.05.2017

 „BFMTV"-ის ცნობით, საფრანგეთის მემარჯვენე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი პოლიტიკიდან დროებით მიდის. ამის შესახებ ფიიონმა პარიზში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განცხადა.

ფიიონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე „ნაციონალური ფრონტისა" და ლე პენის იდეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი ემანუელ მაკრონს დაუჭირონ.

„გადავწყვიტე, ცოტა ხნით გვერდზე გავიდე და დავაკვირდე მიმდინარე მოვლენებს. უარს ვამბობ საფრანგეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც", - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ფიიონმა 7,213,797 ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა და 20% მიიღო.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×