რეზონანსი
02.05.2017

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, თბილისში 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლები" მონაწილეობას სამართალდამცველები გააკონტროლებენ და თუ ისინი საქართველოს სუვერენულ ინტერესებს შელახავენ, პოლიცია ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

თბილისში, კრემლთან დაახლოებული რუსი ბაიკერები მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 72-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ღამის მგლები" თბილისში, 9 მაისის აღსანიშნავად, 2015 წელსაც იმყოფებოდნენ. მაშინ მათ არაერთი უსიამოვნება მოუვიდათ ადგილობრივებთან გეორგიევსკის ლენტების გამო, რომელიც რუსული არმიის სიმბოლოს წარმოადგენს. „ღამის მგლები" მაინც მივიდნენ გამარჯვების პარკში, თუმცა, ამის გაკეთება რუსული არმიის სიმბოლიკის გარეშე მოუწიათ.

საზოგადოებამ უკვე შექმნა მანიფესტი, რომლითაც რუსი ბაიკერების ჩამოსვლას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან შესაბამის ზომებს ელოდება.

„მოვითხოვთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას", წერია მანიფესტში.

მანიფესტს ამ ეტაპზე 3 000 ხელმომწერი შეუერთდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×