რეზონანსი
03.05.2017

 თბილისში, დ. გაგუას კლინიკაში, მშობიარობის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში თირკმელების გათიშვის შედეგად გარდაიცვალა.

რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს. კლინიკაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლია მელიქიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში 1 მაისს შევიდა. მისივე თქმით, სამინისტრომ სასამართლოს უკვე მიმართა.

„ჩვენთვის გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია 1 მაისს გახდა ცნობილი. როგორც კი ინფორმაცია გავიგეთ, იმავე დღეს დავიწყეთ სამართალწარმოება, მივმართეთ სასამართლოს. როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, სამინისტროში კომისია შეიქმნება და კომისიის წევრები გაგუას კლინიკაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევას დაიწყებენ" , - აცხადებს ლია მელიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×