რეზონანსი
03.05.2017

 „Reuters" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 25 დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი ამერიკელი სამხედროა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე „NATO" -ს კოალიციური ძალების სამხედრო კოლონა გახდა.

ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის" წევრებმა, 28 აპრილს, საგაზაფხულო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. 21 აპრილს, ავღანელი სამხედროების ფორმაში გადაცმული ტერორისტები სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ, რის შედეგადაც 140 ადაამიანი დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×