რეზონანსი
03.05.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე ქართველმა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს. საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე, რომელთაც საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებით, ღონისძიებების გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ერთ-ერთი მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ანულირებულია - ეს შტამპი ჩაურტყეს პასპორტში და საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს ჩვენი ბაიკერები,

ვინც საზღვარზე დგახართ დაბრუნდით ვლადიკავკაზში," - წერს ხრიპკოვი.

„ჩავედი გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე, მივედი საზღვართან და დავინახე, რომ ცალკე დგანან მოტოციკლისტები, მე მაინც რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ, 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს უარი და რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას" , - აცხადებს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×