რეზონანსი
03.05.2017

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე, 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ ტრამპს მიმართა.

კონგრესმენები ტრამპს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ და „ნატოში" გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„...მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააძლიეროს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-მ გააგზავნოს ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, ისევე როგორც ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა ჩვენთვის" , - აღნიშნულია კონგრესმენთა ერთობლივ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×