
ჯგუფ „Hampton Grease Band"-ის დამაარსებელი, ამერიკელი მუსიკოსი ბრიუს ჰემპტონი, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე კონცერტის დროს გარდაიცვალა.
ჰემპტონის დაბადების დღის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი, ატლანტაში თეატრ „Fox"-ში მიმდინარეობდა. მომღერალი სცენაზე მაშინ წაიქცა, როდესაც სოლო პარტიას ერთ-ერთი ახალგაზრდა გიტარისტი ბრენდონ ნედერაუერი ასრულებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში კონცერტი არ შეწყვიტეს, რადგან მუსიკოსებმა ჩათვალეს, რომ ჰემპტონის დაცემა უბრალოდ შოუს ნაწილი იყო.
მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია.
ბრიუს ჰემპტონი ცნობილია, როგორც ავანგარდისტი მომღერალი და ატლანტის მუსიკალურ საზოგადოებაში საკულტო ფოგურა იყო.
2012 წელს ჰემპტონის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა.