
აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერი ინიციატივით გამოდის, რომ დონალდ ტრამპს მობილური ჩამოერთვას, - აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ Washington Examiner" იუწყება.
მოთხოვნის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „მთავრობის დახურვის" შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტია.
2017 წლის ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა:
„2018 წელს არჩევნებზე ან მეტ რესპუბლიკელ სენატორს ავირჩევთ ან 51%-ის მოსაპოვებლად წესებს ახლა შევცვლით".
სენატორი ამ პოსტის გამო უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ტრამპის სტატუსმა გაართულა კონსენსუსის მიღწევა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის.
ბობ კორკერის აზრით, პრეზიდენტს მობილური უნდა ჩამოერთვას, მისი პოსტები „Twitter"-ზე კი თეთრმა სახლმა უნდა აკონტროლს.