რეზონანსი
03.05.2017

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორმა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი პროკურატურისგან მოითხოვს დადგინდეს, მალავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ქონებას და ცხოვრობს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ნაქირავებ სახლში.

კილაძის თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი წავკისსა და დიღომში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული.

„საუბარია მიწის ორ ნაკვეთზე - 900 კვადრატული წავკისში და 1000 დიღომში. ამ ორივე ზონაში მიწა ღირს საკმაოდ ძვირი და ფასი 50$ იწყება და 120$ მთავრდება, მინისტრს მოუწევთ დასაბუთება, რატომ არ შეიტანა ეს ორი მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში, რაც უკვე დანაშაულია.

მოვითხოვ, გამოძიების ფარგლებში მან დაასაბუთოს, საიდან შეიძინა ეს ორი მიწის ნაკვეთი" , - აცხადებს ელისო კილაძე.

„სამართდლამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა კი აცხადებს, რომ შს მინისტრი სახელმწიფო სახსრებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რაც ბიუჯეტს თვეში 6000 ლარი უჯდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×