რეზონანსი
03.05.2017

ვიცე პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება გამორიცხული არ არის.

„არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ ", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს დაახლოებით, 2 თვის წინ მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×