რეზონანსი
03.05.2017

„ABC News"- ის ცნობით, ვაშინგტონის შტატის ქალაქ მეკილტეოში, ავტომობილებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე ერთძრავიანი თვითმფრინავი „Piper PA-32" ჩამოვარდა და აფეთქდა.

თვითმფრინავი ელექტროგადაცემ ანძას გამოედო, რის გამოც საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი გზაზე დაეცა. ტელევიზიის ცნობით, თვითმფრინავს ძრავამ აეროპორტში აფრენისთანავე უმტყუნა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი არავინაა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და ავტომობილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×