რეზონანსი
03.05.2017

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის 47.2 მლნ ევროს ოდენობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

„მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რამაც, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება უნდა უზრუნველყოს" , - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„აღნიშნული ღონისძიება ამყარებს მთავრობის მზაობას მაკრო-ფისკალური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისთვის " , - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×