რეზონანსი
03.05.2017

 რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს სოჭში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი იმის ნიშანია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სრულიად აღდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იქნება. ერდოღანის თქმით, მოსკოვსა და ანკარას ერთობლივი ნაბიჯებით შეუძლიათ კონფლიქტზე არსებითი გავლენის მოხდენა.

აპრილში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიკრი იშიკმა განაცხადა, რომ ანკარამ ნატოელ პარტნიორებთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია და არ გამორიცხა ამის ალტერნატივად რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „С-400" -ის გამოყენებაზე მოლაპარაკების დაწყება. რუსულმა მხარემ ამ საკითხის განხილვა დაადასტურა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×