სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ მიემართებიან თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ბაიკერთა დაჯგუფება „ღამის მგლების" წევრები.
აღნიშნული ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, „ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების" ჯგუფის წევრია" .
თვითმხილველთა თქმით, დედაქალაქში არა მხოლოდ ერთი, არამედ 20-მდე ბაიკერი შენიშნეს.