რეზონანსი
03.05.2017

 ტელეარხ „Fox News" -ის ინფორმაციით, ამერიკის საჰაერო ძალებმა ერთ კვირაში მეორედ ბალისტიკური რაკეტა „Minuteman III" გამოსცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა კალიფორნიის შტატში, ვანდერბერგის ავიაბაზაზე გაუშვეს. მან 6.437 კილომეტრი იფრინა და წყნარ ოკეანეში, მარშალის კუნძულების მახლობლად ჩავარდა. იგი დისტანციურად მართვადია.

აშშ-ს სამხედროების თქმით, რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაუარესებას არ უკავშირდება.

„Minuteman"-ის რაკეტების გაშვება აუცილებელია, რათა ჩვენი ეროვნული ბირთვული ძალების მდგომარება შემოწმდეს და ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინოთ ", - განაცხადა სამხედრო პოლკოვნიკმა, ჯონ მოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×