რეზონანსი
04.05.2017

 სახალხო დამცველი პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, შეძენა, შენახვასა და დამზადებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ომბუდსმენმა საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.

საუბარია როგორც სისხლის სამართლის სასჯელზე, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობაზე. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული ნორმები არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებს და ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„საკანონდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მხოლოდ მარიხუანას შეეხება. ის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობისთვის პატიმრობის სასჯელის გამოყენების გაუქმებას გულისხმობს. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა იგივე პრინციპებით არ იხელმძღვანელა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე" , - განაცხადა მიხეილ შარაშიძემ.

ომბუდსმენის აპარატი ნარკოტიკული საშუალებების მცირე და დიდი ოდენობების ზუსტ განსაზღვრებებს მოითხოვს.

„უამრავი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელსაც მინიმალური ოდენობა დადგენილი არ აქვს. ნებისმიერი ოდენობა ითვლება დიდ ოდენობად და მცირე რაოდენობაზე შეიძლება მაღალი საპატიმრო სასჯელი დაეკისროს პირს" , - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ შარაშიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×