რეზონანსი
04.05.2017

 ფინანსურმა პოლიციამ სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია 8 ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ სიმ ბოქსი.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს.

საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის" უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×