რეზონანსი
04.05.2017

 გარემოს დაცვის ინსპექციამ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების, ჭრის და დაზიანების ფაქტები გამოავლინა. მარნეულის სოფელ ლეჟბადენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ 3 ძირი ვერხვის სახეობის ხე-მცენარე უკანონოდ მოჭრა და დააზიანა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2180 ლარია.

ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები მარნეულის პოლიციის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტიც გამოავლინეს. სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 1.8 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი- ფიცარი. მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×