დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მეუღლე, 95 წლის ჰერცოგი ფილიპე საჯარო საქმიანობას წყვეტს. ედინბურგის ჰერცოგი პოლიტიკურ ცხოვრებას ოფიციალურად სექტემბრიდან დაასრულებს, ამის შესახებ "CNN"-ი წერს.
ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰერცოგის გადაწყვეტილებას დედოფალი მხარს უჭერს. ბრიტანეთის სამეფო კარის განცხადებით, ფილიპე მაუნტბატენი უკვე დაგეგმილ ღონისძიებებს ელისაბედ II-თან ერთად აგვისტოს ჩათვლით დაესწრება, შემოდგომიდან კი საჯარო შეხვედრებზე და ოფიციალურ მოწვევებზე უარს იტყვის.
ფილიპე მაუნტბატენი საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი და ედინბურგის ჰერცოგია. ის საბერძნეთის მეფის, გეორგ I-ის შვილიშვილია.
პრინცი ფილიპე ელისაბედ უინძორზე 1947 წელს დაქორწინდა და მართლმადიდებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეიცვალა. დედოფალ ელისაბედსა და ჰერცოგ ფილიპეს ოთხი შვილი ჰყავთ. ისინი 65 წელია ერთად ცხოვრობენ.