რეზონანსი
04.05.2017

 გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტს ეხმაურება და ახალ რეგულაციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევს.პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგებს მადლობას უხდის რეგულაციისთვის, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ნებისმიერი სახის დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს.

„საქართველომ რუსეთს პირწმინდად მოუგო. კანონპროექტის განხილვა არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც. გვეუბნებიან, მიიღეთ რეალობა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს იქნება თუ ხვალ, სამშობლოს გავაერთიანებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ" , - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და ახალი საკანონმდებლო აქტიც მიიღო. აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ასევე ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერა ეკრძალებათ.

გერმანული გამოცემა „Deutsche Welle"-ის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×