რეზონანსი
04.05.2017

 ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს. სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ხინჩეგაშვილმა უკრაინელ პიეტრო ბიელიჩუკს მოუგო, მანამდე კი მოლდოველი და აზერბაიჯანელი მოჭიდავეები დაამარცხა.

ფინალში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხინჩეგაშვილის მეტოქე რუსი აჰმედ ჩაკაევი იქნება.ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-იდან დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია,რომლებიც 3 მაისს, ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) მოიპოვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×