რეზონანსი
04.05.2017

 რუსეთში გაჩნდა იდეა, რომ 2019 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული „Green Card"-ის ანალოგი აამოქმედონ. ინფორმაციას რუსული სააგენტო „Известия" ციფრული ეკონომიკის პროგრამების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს. პროექტი შესაბამის უწყებებს შესათანხმებლად უკვე გადაეგზავნა.

ბარათი მაღალკვალიფიციურ, რუსული წარმოშობის უცხოელებს, რომლებიც თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას, ქვეყანაში შესვლის და მის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას მიანიჭებს.

ამ ინიციატივას მხარდამჭერები უფლებადამცველთა შორისაც ჰყავს. ინტერნეტომბუდსმენი, დიმიტრი მარინევიჩი იდეას რუსეთისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს.

ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ვლადიმერ სისოევმა განაცხადა, რომ ქვეყანა დაინტერესებულია კულტურულად მასთან დაახლოებული ადამიანების მოზიდვით, რომლებიც რუსეთში დარჩებიან და იმუშავებენ.სისოევის განცხადებით, ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია კრიტიკული დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა და მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×