რეზონანსი
04.05.2017

 ქალაქ გორთან ახლოს, კვერნაკის ქედზე, სამედიცინო და ქიმიური ნარჩენები ღიად ყრია. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ნაგავსაყრელი გორის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც მოსახლეობას ხორბლის ყანები აქვს. ამავე ტერიტორიაზე ჟურნალისტებმა ძაღლების ღია სამარხებიც იპოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

ცხოველთა უფლებების დამცველი ირმა მთიულიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ღია სამარხები ეპიდემიის წყაროა, რადგან ის შინაური ცხოველისთვის და ფრინველისთვის ადვილად მისაწვდომია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×