რეზონანსი
05.05.2017

 სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის 162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. გაკვეთილები 09:00 საათზე დაიწყო და სკოლის დირექტორიც ადგილზე იმყოფება.

გუშინ, თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.პედაგოგები და მშობლები პირველ ექსპერიმენტულსა და 162-ე სკოლას შორის გაფორმებულ მემორანდუმს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც სკოლაში პირველი ექსპერიმენტულის 5 პირველი კლასი უნდა გაიხსნას.

სკოლის მასწავლებლების თქმით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმზე ხელმოწერა დირექტორის გადაწყვეტილება იყო და ამის შესახებ სკოლის კოლექტივმა არაფერი იცოდა. პედაგოგებმა დირექტორის გადადგომაც მოითხოვეს.

სკოლაში მიმდინარე პროცესზე განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც გააკეთა.

„თუ პედაგოგიური კოლექტივი გადაწყვეტს, რომ არ უნდათ ასეთი მემორანდუმი, პირობას გაძლევთ, რომ ის გაუქმდება", - განაცხადა მინისტრმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×