რეზონანსი
05.05.2017

 აშშ-ის პრეზიდენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ტრამპის განკარგულების მიხედვით, რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ არჩევნებზე ღიად დაუჭირონ მხარი პოლიტიკურ პარტიებს ან კანდიდატებს.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ რელიგიური ადამიანები დაჩაგრონ ან დუმილი აიძულონ. ეკლესიას დავუბრუნებთ მის ხმას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ბრძანებაზე ხელმოწერის დროს.

„independent"-ის ცნობით, რელიგიური ორგანიზაციებისთვის პოლიტიკური აქტიურობა აშშ-ის 36-ე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ბრძანების შემდეგ შეუძლებელი იყო. დონალდ ტრამპის განკარგულების ძალაში შესვლისთვის კონგრესის თანხმობაა აუცილებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×