რეზონანსი
05.05.2017

 კომპანია „ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი - „მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილი QR კოდის საშუალებით, შესაძლებელია კომპანიის „youtube" არხზე გადასვლა, სადაც ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლებია განთავსებული.

„მომღერალი ღვინო" ანსამბლ „ქართული ხმების" მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლის მოგების გარკვეული ნაწილი ქართული ფოლკლორის ფონდის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება.

„მომღერალი ღვინის" პრეზენტაციას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართულ ხმებს" ორიგინალური პროდუქტის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ბრენდს წარმატება უსურვა.

„როდესაც ძალიან გიყვარს ქართული ხელოვნება და მას ასეთ მაღალ დონეზე წარადგენ მთელი მსოფლიოს წინაშე, შეუძლებელია წარმატება არ ჰქონდეს ახალ წამოწყებას.დღეს ვზეიმობთ ლამაზი სახელწოდების ახალი ქართული ბრენდის შექმნას. შეუძლებელია კარგ ადამიანებს კარგი საქმე არ გამოუვიდეთ" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×