რეზონანსი
05.05.2017

 აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამა „Obamacare" გააუქმა და ახალი პროგრამის მიღებას მისცა ხმა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. „რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ ობამას რეფორმამ მიზანს ვერ მიაღწია და მან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ შეამცირა.

ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამის შეცვლას 216 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. მედიის ცნობით, კანონპროექტი 217 ხმით გავიდა.

„დემოკრატები" აცხადებენ, რომ „რესპუბლიკელების" ახალი პროგრამა ბევრ ადამიანს სამუშაო ადგილს დააკარგვინებს და საშუალო კლასის ხელმომჭირნე ოჯახებს სამედიცინო დახმარების მიღება გაუჭირდებათ. დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტს კენჭი 25 მარტს უყარა.

დღეს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ეკლესიას და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკურად აქტიურობის უფლება აქვთ. ასევე ამ ბრძანებით ეკლესიას შეუძლია აღარ დაურიგოს თავის თანამშრომლებს კონტრაცეფციის საშუალებები, რასაც მანამდე სამედიცინო დაზღვევა „Obamacare"-ი ავალდებულებდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×