რეზონანსი
05.05.2017

 თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც გამზირი 3 თვით გადაიკეტება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით, პეკინის გამზირზე მოძრაობა ივნისის დასაწყისიდან 15 სექტემბრამდე შეიზღუდება.

„პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა. გადავწყვიტეთ ზაფხულის პერიოდში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როდესაც შედარებით თავისუფალი იქნება ქალაქში მოძრაობა,გამზირი გადაიკეტოს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება" , - განაცხადეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

გამზირზე გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე საცობების განმუხტვის და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებია დაგეგმილი.

თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, 2017 წელს მარშალ გელოვანისა და ახვლედიანის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობა, ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტირება, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მოწყობა და რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×