რეზონანსი
05.05.2017

 „ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს". საქართველოს შესახებ სამედიცინო კორპორაცია „გილეადი" საუბრობს.

ვიდეორგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა, ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი კომპანია „გილეადის" უახლესი თაობის მედიკამენტების საშუალებით დაამარცხეს.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია „გილეადთან" თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო. პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×