რეზონანსი
05.05.2017

 ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ და სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის მკვლელობის მიზნით შეთქმულებას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ქვეყანაში ფარულად შეაღწია და კიმ ჩენ ინის ბიოქიმიური ნივთიერებით მოკვლას ცდილობს.

ადგილობრივი სააგენტოს მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე შეთქმულების განხორციელება სამხედრო აღლუმის დროს არის დაგეგმილი ისე,რომ თავდასხმის შედეგები თავს 6 ან 12 თვეში იჩენს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×