რეზონანსი
05.05.2017

 ვენესუელაში ეროვნული სტუდენტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას „El Universal"-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, მას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ 3 ადამიანი.

სტუდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობა ხუთშაბათიდან დაიწყეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილ არეულობებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპროტესტო აქციები ვენესუელაში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციური ძალებით დაკომპლექტებულ ეროვნულ ასამბლეას ძალაუფლება შეუზღუდა. ხუთშაბათს კარაკასში გამართულ საპროტესტო აქციაზე დარბევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი დაშავდა.

მოქალაქეები ასევე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს და სწორედ ამიტომ აუკრძალეს ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესუს საჯარო პოზიციაზე კენჭისყრა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ვენესუელაში 19-20 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე 585 ადამიანი დააკავეს. ისინი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×