ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალში რუსების ჩეჩენ ფალავანს, ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 10-9 მოუგო და ამ გამარჯვებით ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა.
„მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა" , - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქეს 4-1 სძლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 9-5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს დაუპირისპირდა, ანგარიშით 8-2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.