რეზონანსი
06.05.2017

 საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში ერთვება.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი 8 მაისს მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 სააათზე დაიწყება. 9 მაისს კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ზუგდიდში დაესწრება, რომელიც 12:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებსაც დაესწრება.

საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება და 15 მაისს თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა პარლამენტში განახლდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×