საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური ავრცელებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს როაინში დღეს ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსი იქნება.
7 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს.აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
8 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, ისევ შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. საქართველოში 12 მაისამდე არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.