ვენეციაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი საშაურმეების გახსნა აკრძალა. ასევე შეზღუდა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც შაურმის შეკვეთა შეიძლება. მაღაზიებში პიცის ნაჭრებად გაყიდვაც აკრძალეს. ამის შესახებ „The Guardian"-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,აკრძალვას კანონის სახე მიეცა და მისი მიზანი ისტორიულთან ერთად, ქალაქის კულტურული იერის შენარჩუნებაა. ქალაქის ხელმძღვანელობის თქმით, სწრაფი კვების ობიექტები ვენეციის ტრადიციულ იერსახეს „ამახინჯებენ".
„ჩვენ გვსურს შევაჩეროთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც ხელს უშლის ქალაქის კულტურული იერსახის და მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ჩვენ ტურისტებს საკუთარი უნიკალური პროდუქტები უნდა შევთავაზოთ" , - განაცხადა ქალაქის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაოლა მარიმ.
„ fast food"-ების აკრძალვის შესახებ დადგენილება ვენეციამდე, ვერონასა და ფლორენციაშიც მიიღეს.