დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს „facebook"-ზე საიდუმლო გვერდი აქვს. ამის შესახებ „Independent"-ი წერს. საიდუმლო გვერდს მონარქი მხოლოდ პირადად იყენებს. „facebook"-ზე ასევე არსებობს ოფიციალური გვერდი „ბრიტანეთის მონარქია", რომელიც 2010 წელს შეიქმნა და გვერდზე სამეფო სასახლის მხოლოდ ოფიციალური ცნობები ვრცელდება.
ბრიტანული მედია წერს, რომ დედოფალ ელისაბედს საიდუმლო გვერდზე მხოლო ახლო მეგობრები ჰყავს დამატებული, რომელთაც ხშირად ესაუბრება. დედის მსგავსად,ტელეფონით ხშირად საუბარი ელისაბედსაც უყვარს. ყველაზე ხშირად ის მის გოგონას, პრინცესა ანას და მისი მეგობრის სიძეს, ცნობილ ჟოკეის, ჯონ უორენს ესაუბრება.
გამოცემა „dailymail"-ის ინფორმაციით, დედოფალი საკუთარი მობილურით ხშირად აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მობილური ტელეფონის მონაცემები დაცულია და ჰაკერების მიერ მისი „გატეხვა" შეუძლებელია.
ბრიტანული მედია წერს,რომ დედოფალს ასევე აქვს „iPad"-ი და ლეპტოპი, რომლითაც სოციალურ ქსელს სტუმრობს ხოლმე. სასახლის გარეთ არავინ იცის დედოფალს ვინ და რამდენი „facebook"-ის მეგობარი ჰყავს.