რეზონანსი
06.05.2017

 შსს-ს ცნობით, საერთაშორისო მარათონ „მსოფლიო რბენასთან" დაკავშირებით, 7 მაისს კახეთში ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე მოძრაობა შეიზღუდება.

მოძრაობა საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზაზე, სატრანსპორტო ნაკადი გურჯაანი-აფენი-კაბალის შემოვლით გზაზე გადაერთვება.

„მსოფლიო რბენაში" წელს საქართველოში 5000 ადამიანი ჩაერთვება. მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია და ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება „Wings for Life"-ის ფონდს, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ,სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ატარებს.

„მსოფლიო რბენა" 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება. კახეთში საქველმოქმედო მარათონი უკვე მეოთხედ ტარდება.

„მსოფლიო რბენის" 2 გამარჯვებული, ქალი და მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევს რბენაში მონაწილეობას მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებს. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მსოფლიოს გარშემო ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×