საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ძალიან გამხდარი მოდელების სამსახურში აყვანა იკრძალება. ამის შესახებ „ევრონიუსი" წერს. ახალი რეგულაციით, მოდელებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ ექიმის ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მათი სხეულის წონის ინდექსი ნორმის ფარგლებშია.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებლებს 75 ათასი ევროს ჯარიმა დაეკისრებათ და 6 თვით დააპატიმრებენ.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კანონი კვებითი დარღვევების წინააღმდეგაა მიმართული და მისი მიზანია, შეამციროს მოდის ინდუსტრიაში გავრცელებული დაავადების, ანორექსიის რიცხვი.
„ახალგაზრდების არაბუნებრივი ვიზუალის სიხშირე გამოიწვია დაბალი თვითშეფასების გრძნობამ, რაც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე" , - განაცხადა მარისოლ ტურინემ.
კანონის მიხედვით, 1-ლი ოქტომბრიდან ფოტოებს, სადაც მოდელების გარეგნობა რეალობას არ შეესაბამება და გრაფიკულად არის დამუშავებული, თან უნდა ახლდეს მითითება, რომ ფოტოები დამუშავებულია.
საფრანგეთი არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ძალიან გამხდარი მოდელების პოდიუმზე გამოყვანა კანონით აიკრძალა.ასეთი შეზღუდვა იტალიაში, ესპანეთსა და ისრაელშიც მოქმედებს.