რეზონანსი
06.05.2017

 მცხეთაში მოქმედი მორატორიუმის გამო, გარევაჭრობის შემზღუდავი დადგენილება გაუქმდა.მცხეთის საკრებულოში ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში გარევაჭრობის აკრძალვას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ამის შემდეგ მცხეთის მერიის იურიდიული სამსახურის ინიცირებით, საკრებულომ გარევაჭრობის წესებში ცვლილება შეიტანა.

მცხეთის მერიაში განაცხადეს,რომ გარევაჭრობის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის და შესაბამისი ნაგებობების შეთავაზება გახდა საჭირო, რაც პირველი კლასის ნაგებობებს განეკუთვნება. ამ ტიპის ნაგებობების მშენებლობა კი ქალაქში მოქმედი მორატორიუმიდან გამომდინარე შეზღუდულია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში მშენებლობებსა და მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოქმედებს. შეზღუდვის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×