რეზონანსი
06.05.2017

 როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით გულაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, აქციზის ზრდის გამო გაძვირებული იაპონური ავტომობილები ამერიკულმა ჩაანაცვლა.

დავით გულაშვილის თქმით, იაპონიიდან იმპორტირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის თითქმის გასამმაგებამ,საქართველოში იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი თითქმის გაანულა. მისი თქმით, იაპონიიდან თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, ახლა კი ამ მოცულობის ავტომობილებზე მოთხოვნა აშშ-ის ბაზარზე გადავიდა.

„ახალი აქციზის განაკვეთის ძალაში შესვლამდე იაპონელებმა ქართულ ბაზარზე ავტომობილების დიდი პარტია შემოიყვანეს. შესაბამისად, სანამ ეს ნარჩენი, დასაწყობებული ავტომობილები არ ამოილევა, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით" , - განაცხადა დავით გულაშვილმა.

აქციზის განაკვეთის ზრდამდე იაპონიიდან შემოყვანილი მანქანების რიცხვი დაახლოებით 25 ათასია და მათი რეალიზაცია 7-8 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×