რეზონანსი
07.05.2017

7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ფრანგი ამომრჩევლების უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი იცავს.

პირველ ტურში, ერთ-ერთმა კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, „ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა კი 21,53 %.

ტელეკომპანია „BFMTV"-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ ტელედებატებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა - 63 %-ით. მარინ ლე პენს ხმა რესპონდენტთა 34 %-მა მისცა.

ლე პენი პოზიციონირებს, როგორც ნაციონალისტი, გლობალიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრე, ხოლო მაკრონი - როგორც ინტერნაციონალისტი და ევროკავშირის მხარდამჭერი.

მაკრონი ევროპული იდეის მომხრეა, მაგრამ მოქალაქეების აზრსაც ითვალისწინებს. პოლიტიკოსი გამარჯვების შემთხვევაში, მანდატს ევროკავშირის სიღრმისეული რეფორმისთვის გამოიყენებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×