საბერძნეთში 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ექიმი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი ანესთეზიოლოგია.
ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი დანაწევრებულია და დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. მათვე თქმით, ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა.
დიანა სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის წავიდა. მას შემდეგ არავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი, ცხედარი მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
„წამლის ზედმეტი დოზა მისცეს. შემოაკვდათ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ექიმმა წაიყვანა ტყეში, თავის სოფელთან ახლოს", - ამბობს დიანა ბერიძის მამიდა ნარგიზ ბერიძე.
იკვლევენ, დაკავშირებულია თუ არა საქმე ორგანოების გაყიდვასთან.
დიანა ბერიძე ოჯახთან ერთად საბერძნეთში წლების წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.