რეზონანსი
07.05.2017

 „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა, გარემოს დაბინძურების გამო, 202 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, - აღნიშნულის შესახებ დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ განაცხადა.

დავით დოლიძის თქმით, გარემოს დაბინძურების გამო გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 21 580 ლარის შეადგინა. დაჯარიმებულთაგან 197 ფიზიკური პირია, იურიდიული კი 5 . ამასთან, 197 პირიდან 61 უცხოელია.

გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმები 3 აპრილიდან ამოქმედდა, თუმცა თავდაპირველად - ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება ორი კვირის შემდეგ დაიწყეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×