რეზონანსი
07.05.2017

 მოძრაობა „Femen"-ის აქტივისტებმა, დასახლება ენენ-ბომონში მარინ ლე პენის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა სწორედ აღნიშნულ უბანში გააკეთა არჩევანი.

აქტივისტებმა დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით „მარინი ხელისუფლებაშია, მარიანა სასოწარკვეთილია". მარიანა-ახალგაზრდა ქალია, რომელიც საფრანგეთის განასახიერებს და გამოხატავს ქვეყნის ნაციონალურ დევიზს „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" .

ადგილობრივი პრესის ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. პირველ ტურში, 23 აპრილს, En Marche!-ს ლიდერმა, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა - 21,53 %.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×