რეზონანსი
07.05.2017

 ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, 3 წლის წინ გატაცებული 276 სკოლის მოსწავლე გოგონა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" „ბოევიკების" სანაცვლოდ გათავისუფლეს.

გოგონები 2014 წლის აპრილში ქალაქ ჩიბოკიდან გაიტაცეს.

„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა გაათავისუფლეს ეს გოგოები „ბოკო ჰარამის" „ბოევიკების" სანაცვლოდ", - ნათქვამია ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გოგონები უახლოეს მომავალში ნიგერიის პრეზიდენტს შეხვდებიან.

ნიგერიის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში არაერთხელ სცადა შეთანხმების მიღწევა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. მძევლების ნაწილი რამდენიმე მებრძოლზე გადაცვალეს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის ბოკო ჰარამის ტყვეობაში 140-მდე მოსწავლე რჩება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×