რეზონანსი
07.05.2017

 თბილისის ზღვაზე, ახალ ზოოპარკში ცხოველების სრულად გადაყვანის შემდეგ ძველი ზოოპარკის ტერიტორია ქალაქის ცენტრალური პარკი გახდება, აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, 2015 წლის სტიქიის შემდეგ ზოოპარკს დიდი დანაკლისი ჰქონდა, რომელიც ევროპის პარკების ასოციციამ ცხოველების ჩუქებით აუნაზღაურა.

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ერთბაშად გადავიტანოთ ზოოპარკი, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ნაწილ-ნაწილ გადაგვყავს ცხოველები. 3 წლის განმავლობაში მოხდება ძველი ზოოპარკიდან არსებული ცხოველების ახალ ზოოპარკში გადაყვანა. ამის შემდეგ ძველი ზოპარკის ტერიტორია გახდება ქალაქის ცენტრალური პარკი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×