რეზონანსი
07.05.2017

 საინფორმაციო სააგენტო „APA"-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი დააკავა, რომელსაც სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად და მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი სომხეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და სხვადასხვა დროს მათ სამხედრო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა", - ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატიული ღონისძიებების შედეგად აღიკვეთა ბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტერორისტული საქმიანობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×