რეზონანსი
07.05.2017

„BBC-ის" ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ს სამი მოქალაქე დააკავეს.

გამოცემა ადგილობრივ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავების მიზეზი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.

გარდა ამერიკელებისა, დააკავეს სამხრეთ კორეის მოქალაქე, რომელიც მეცნიერებათა ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ლექტორი და სამხრეთ კორეის ფასიანი გზების კორპორაციის ხელმძღვანელია.

ფხენიანის საგამოძიებო უწყების ცნობით, კიმ ჰეკ იონთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება ჩატარდა, შედეგად კი მისი ბრალეულობა გამოიკვეთა, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს გულისხმობს.

ფხენიანის მეცნიერებათა ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ჩრდილო და სამხრეთ კორეის, ასევე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დონაციით შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ასწავლიან და სწავლობენ. უნივერსიტეტი ფხენიანის ადმინისტრაციულ ოლქთან ახლოს მდებარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×