რეზონანსი
07.05.2017

„BBC "-ის ცნობით, ბობსლეიში ოლიმპიური ჩემპიონი სტივენ ჰოლკომბი აშშ-ში, ლეიკ-პლესიდეს ოლიმპიურ სავარჯიშო ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის სპორტსმენი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩიოდა. ამერიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გარდაცვალების მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერს წერენ.

სტივენ ჰოლკომბი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×